logo
ENG



სოციალური ქსელის გიგანტის დაბლოკვის შემდეგ ახალი პლატფორმები ამოქმედდა

21 მაი 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

მოპარული შინაარსით, დასპონსორებული სამთავრობო პროპაგანდით და შენიღბვით განაგრძობს საზოგადოების მოტყუებას ფეისბუქის წმენდას გადარჩენილი ცრუ მედიის ქსელი.

"ქართულ ოცნებასთან" კავშირში მყოფი ახალი პლატფორმები გამოავლინა სამართლიანმა არჩევნებმა. სოციალური ქსელის გიგანტის დაბლოკვის შემდეგ თავიდან აღმოცენებული ცრუ მედიის ქსელი 5 ვებ- გვერდს და სოც-მედიის პლატფორმებს აერთიანებს. 

გამოაშკარავებული გვერდების მიზანი მედიის ილუზიის შექმნა, სასურველი გზავნილების შეფარვით გავრცელება და საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებზე ზემოქმედებაა, ბუნებრივია, მმართველი პარტიის სასარგებლოდ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტროლები და ბოტები "ქართულ ოცნებას" ამჯერადაც საარჩევნოდ ეიმედება.

ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ სახელისუფლებო ტროლების მიერ კონტროლირებადი ეს გვერდებიც მალე დაიბლოკოს. ასობით ყალბი ანგარიში, რომელიც ქართულ ოცნებას ღიად უკავშირდებოდა ფეისბუკის ადმინისტრაციამ ორჯერ გააუქმა. თუმცა საზოგადოების დაყოფის მცდელობები ამით არ შეჩერებულა. 

მმართველი გუნდი კი დღეს  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების კვლევაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

აპრილში „ფეისბუქმა"  საქართველოში შიდა პოლიტიკურ კამპანიებში ჩართული 943 ფეისბუქ გვერდი და ინსტაგრამის ანგარიში წაშალა. მათგან   790 „ქართულ ოცნებასთან" და ამავე პარტიის პიარ კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის კომპანია ესპერსონასთან იყო დაკავშირებული. 



 

 


close დახურვა