logo
ENG



სოხუმში ვლადისლავ არძიმბას ძმისშვილი, კემალ არძიმბა მოკლეს

18 მაი 202122:01
3 წუთის საკითხავი
clock 918
სოხუმში ვლადისლავ არძიმბას ძმისშვილი, კემალ არძიმბა მოკლეს

სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძიმბას ძმისშვილი, კემალ არძიმბა მოკლეს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 17:40 საათზე მოხდა, იმამ შამილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი კემალ არძიმბა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. 

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, გამოცხადებულია განგაში, დაკეტილია სოხუმის შესასვლელები. გაძლიერებულია პატრულირება მაჭარის, პრიმორსკის და ბამბორას პოსტებზე. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით. 

რადიო თავისუფლების ცნობით, არძიმბა სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, ვრცელდება ვერსია, რომ ეს შეიძლება, შურისძიება ყოფილიყო - არძიმბას 2019 წლის ნოემბერში, მახაჯირის სანაპიროზე მომხდარ სამმაგ მკვლელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. მაშინ, ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ალხას ავიძბა და ასტამურ შამბა ჩაცხრილეს, ასევე, რესტორნის მიმტანი გოგო.

დე ფაქტო პრეზიდენტს, ვლადისლავ არძიმბას სიკვდილის შემდეგ მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომაც მისი ძმისშვილი დაასახელა შვილად, რითაც ოჯახსა და საზოგადოებაში შესაბამისი როლი დაიმკვიდრა.

უმცროს არძიმბას კრიმინალურ სამყაროში გარკვეული ავტორიტეტი ჰქონდა, თუმცა ე.წ. კანონიერო ქურდის წოდება არ ჰქონია.

კემალ არძიმბას სახელთან რამდენიმე კრიმინალური ინციდენტია დაკავშირებული. მისი მოკვლა 2004 წელსაც სცადეს, ხოლო 2020 წელს, როცა ვლადისლავ არძიმბას სახლს ცეცხლი გაუხსნეს, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ თავდამსხმელები სწორედ კემალ არძიმბას ეძებდნენ. 


close დახურვა