logo
ENG



სპეციალისტები მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ

29 მარ 202019:55
3 წუთის საკითხავი
 
nxgnae20rq56y66.png

შოკი და არაპროგნოზირებადი ინფლაცია - ასეთია კორონავირუსის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის პროგნოზირება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც უჭირს. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელოვნური ინტერვენცია რამდენჯერმე განახორციელა, ჯამში,    აუქციონზე 100 მილიონი დოლარი გაიტანა. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მხოლოდ რეზერვების ხარჯვით ქვეყანა ფონს ვერ გავა. მათი თქმით, ეროვნულ ბანკს მხოლოდ „მოლოდინების" მართვა შეუძლია, ეკონომიკურ სტაბილურობას კი მაკროეკონომიკური პარამეტრები განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა დროულად წარადგინონ.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას საგანგებო ბიუჯეტის შედგენისკენ მოუწოდებს, სადაც არამიზნობრივი ხარჯები არ იქნება. სხვა შემთხვევაში, მათი თქმით,  ფასების ზრდა გარდუვალია. საკუთარი ეკონომიკური ხედვა საზოგადოებას ოპოზიციამ უკვე წარუდგინა, მათ შორის არის „ევროპული საქართველო". პარტიის გეგმა სამკომპონენტიანია. აქ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, ფინანსური დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას შეეხება.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შეჩერება ხელოვნურად სცადა, თუმცა ამის მიუხედავად, დღევანდელი მონაცემებით, ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 28 თეთრს შეადგენს.


close დახურვა