logo
ENG



სპეციალური საგამოძიებო სამსახური: გიორგი კირთაძის დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 დეკ 202200:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/8f6dgbdzemv3koh.png

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენმ-ის წევრის, "გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს."

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად."- წერია განცხადებაში.
 
19 დეკემბერს, ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

close დახურვა