სამართალდამცველების უპრეცენდენტო სპეცოპერაცია აქციის დარბევამდე - მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია შეშას აპატიმრებდა. აქციისთვის გასათბობად საჭირო მასალა, - შეშა, კასრები და წალამიც კი სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერებს რუსთაველზე არ შეატანინეს.
აჩერებდნენ და შეშას ართმევდნენ იმ აქტივისტებსაც, ვისაც აქციაზე ხის თითო პატარა ნაჭერი შეჰქონდა. დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა. აჩერებდნენ და საჯარიმო სადგომებზე გადაჰყავდათ მანქანები, ოპოზიციის წევრებს კი აკავებდნენ. ძალოვანებმა რამდენიმე საათით გიგა ბოკერიაც დააკავეს წალამის გამო.