მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია ჯამში 14 პირი, მათ შორის ბრალდებულები მეტსახელებით: კოკინიჩი, ლისოვიჩი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა განახორციელა და გაავრცელა ამ შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი. მასალაში ჩანს, სად და რა ფორმით ინახავდნენ ფიგურანტები ნარკოტიკულ საშუალებებს, ერთ-ერთი ასეთი ბავშვის რბილი სათამაშოა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. დაკავებულებიდან ერთ-ერთის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს, დანარჩენების პოზიცია ამ დრომდე უცნობია