logo
ENG



სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ - ლუკაშენკო უკრაინაში ომზე

04 ოქტ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/oqnrifhy96f306i.jpg

ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი მონაწილეობს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", მაგრამ კონფლიქტის ზონაში თავის სამხედროებს არ უშვებს.

"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ამას არ ვმალავთ. მაგრამ არავის ვკლავთ. არსად არ ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს. არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს", - თქვა ლუკაშენკომ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი ჩართულია, რათა არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელება და " სპეცოპერაციის საფარქვეშ არ დაუშვას ბელარუსზე დარტყმის მიყენება პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მხრიდან".


close დახურვა