logo
ENG



სპეცრაზმელები მომიტინგეებს რესპუბლიკის მოედანზეც აკავებენ

07 დეკ 202402:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/yn33s7vw31qjnx8.png

სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა, რესპუბლიკის მოედანზეც მობილიზებულია - ისინი მომიტინგეებს აკავებენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ადგილზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

დაკავებულთა შორისაა კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ცოტნე კობერიძე.

ამ წუთებში კვლავ ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

 


close დახურვა