სპეცრაზმელებმა მოქალაქეების ძალისმიერი მეთოდებით დაკავება დაიწყეს.
საპოლიციო ძალები მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანის გარდა, ცრემლმდენ გაზს იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქალაქეების მიერ მოწყობილ ბარიკადებს შლიან. მოქალაქეები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე არიან გადასულები.