სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლის მანქანასა და ცრემლმდენ გაზსს იყენებენ.
ისინი რუსთაველის გამზირზე არსებულ ბარიკადებს შლიან. გადაკეტილია რესპუბლიკის მოედანიც. აქციის მონაწილეების ნაწილი მეტრო რუსთაველთან არის განლაგებული.
რუსთაველის მეტროსადგურის წინ მძღოლებმა სპონტანურად ავტომობილებით გზა გადაკეტეს.