logo
ENG



სპეცტექნიკა მინსკში აქციის დასაშლელად - ანტისამთავრობო მსვლელობაზე 50 ადამიანი დააკავეს

18 ოქტ 202019:47
3 წუთის საკითხავი
 
zw4rfyac2wdguxs.png

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მორიგე მასშტაბური, ანტისამთავრობო აქცია დაკავებების ფონზე, გაიმართა, - ამის შესახებ TUT.BY იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, აქციაში 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებმა პარტიზანების გამზირზე მსვლელობა გამართეს, რა დროსაც მილიციამ ათობით ადამიანი დააკავა. 

გარდა ამისა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოიყენეს სპეცტექნიკა და რეზინის ტყვიები, რომელიც დემონსტრანტების დასაშლელად ჰაერში გაისროლეს.

Interfax წერს, რომ აქციაზე 50 ადამიანი დააკავეს. 

ცნობისთვის, ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები უკვე 1 თვეზე მეტია გრძელდება. მომიტინგეები მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ვითარება მინსკში 9 სექტემბრის მერე დაიძაბა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკო-ს ონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თავის მხრივ, ევროპა ბელარუსის ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობს. 

 


close დახურვა