logo
ENG



სპორტსმენ თარაშ კანდელაკს დღეს ბრალს წარუდგენენ

11 ივნ 202008:07
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრს, თარაშ კანდელაკს დღეს ბრალს წარუდგენენ.

კანდელაკის ადვოკატის განმარტებით, ინცინდენტის მომენტში თარაშ კანდელაკი მარტო იმყოფებოდა. 

"დღევანდელ დღეს მოხდება ჩემი მარწმუნებლის მიმართ ბრალდების წარდგენა და ბრალდებასთან მიმართებაში ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს სამართლებრივ პოზიციას. არც ერთი ადამიანი მასთან თანმხლები პირი ბუნებაში არ არსებულა. თავს შევიკავებ ფრაზისგან, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილას, ინციდენტის დროს,, მარტო იყო", - ამბობს ადვოკატი შოთა მანელიძე

თვითმხილველების ინფორმაციით, ძალადობაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე კომაშია. 

გორში, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. გიორგი კანდელაკის ვაჟს 18 წლის პირის ცემაში ედება ბრალი. შემთხვევა კანდელაკის რესტორანში მოხდა. 


close დახურვა