logo
ENG



სპორტსმენი ნანა ნებიერიძე პოლიტიკაში მიდის და გახარიას გუნდს უერთდება

02 აგვ 202123:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/02/no09tosc1j4gxyn.jpg

სპორტსმენი ნანა ნებიერიძე პოლიტიკაში მიდის. როგორც ნებიერიძე facebook-ზე წერს, ის გიორგი გახარიას პარტიას უერთდება.

"ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო ...დავწერე წავშალე, დავწერე წავშალე.. და ვიწყებ ასე: მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ! დიახ, სწორად წაიკითხეთ, არ მოგეჩვენათ. მე პოლიტიკაში მოვდივარ! და რატომ იცით? ვფიქრობ, დღეს დადგა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე...

მე მინდა სიახლე, მინდა უკეთესი ქვეყანა და არსად გავიქცევი, არსად არ წავალ. აქ ვიქნები და აქ ვიბრძოლებ იმ ქვეყნისთვის რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, სადაც ჩემი მშობლები, მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი დაიბადა. ამბობენ, "პოლიტიკა ბინძური" საქმეაო... არა, ბატონებო, პოლიტიკას ადამიანები ქმნიან. ჰოდა უნდა მოვიხადო ჩემი ვალი, რაც ასე ძალიან მაწუხებს, მე თავად უნდა შევცვალო, ვიბრძოლო..და მოვიგო! დიახ, მოვიგო ჩემი სამშობლოს უკეთესი მომავალი!

ბრძოლას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული, ოღონდ სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ დარბაზებში..ახლა კი ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის გიორგი გახარიას გუნდთან ერთად.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით, თქვენი საქართველოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე წყალში ხტომაში ნანა ნებიერიძე",- წერს ნებიერიძე.


close დახურვა