აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში მდებარე დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მასწავლებელი. თავდამსხმელი — 16 წლის მოზარდი — ადგილზევე მოკლა შეიარაღებულმა მოქალაქემ, რომელიც მას სკოლის შენობაში გაჰყვა.
თავდასხმის დეტალები და მსხვერპლი
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა Silver Rail-ის დაწყებითი სკოლის ჩაკეტილი კარები ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით გაანგრია და შენობაში ასე შეაღწია.
ამას გარდა, მძიმე დაშავდა და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს კიდევ ორი ადამიანი — 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი.
მოქალაქის გმირული ჩარევა
პოლიციის უფროსის, მაიკ კრანცის განცხადებით, თავდამსხმელის მოქმედება ადგილობრივმა მცხოვრებმა შენიშნა, რომელიც მას შენობაში გაჰყვა და ცეცხლი გაუხსნა.
ორეგონის გუბერნატორმა, ტიპ კოტეკი, საჯაროდ გადაუხადა მადლობა მოქალაქეს, რომელმაც „გმირულად იმოქმედა, რათა თავიდან აეცილებინა მსხვერპლის გაზრდა“.
,,არცერთ მშობელს და არცერთ საზოგადოებას არ უნდა უწევდეს ასეთი დღის გადატანა. ჩვენ ერთად ვიგლოვებთ ამ ტრაგედიას,“ — განაცხადა გუბერნატორმა.
პირველი შეტყობინება პოლიციაში ადგილობრივი დროით 12:59 საათზე შევიდა, როდესაც ავტომობილში მყოფმა პირმა განაცხადა, რომ გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. რამდენიმე წუთში პოლიციამ მიიღო ათობით ზარი სკოლაში სროლის შესახებ.
სკოლაში სასწრაფოდ გამოცხადდა ჩაკეტვის (Lockdown) რეჟიმი. სამართალდამცავები ადგილზე 1:02 საათზე მივიდნენ, სადაც თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებული დახვდათ.
