სროლა კაფეში, დედაქალაქის ცენტრში. კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა მოხდა თბილისში. მოსაშვილის ქუჩაზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ. ახალგაზრდა კაცს შეიარაღებული პირი ვახშმობის დროს დაესხა თავს და სროლის შემდეგ გაიქცა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მინიმუმ 7 გასროლის ხმა გაიგეს. ცნობილია დაჭრილის ვინაობა, მაგრამ ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ტყვია სხვა პირსაც მოხვდა.
სროლა თბილისის ცენტრში
25 მაი 202319:59
3 წუთის საკითხავი