logo
ENG



სროლა ტაილანდში - დაღუპულია 20 ადამიანი

08 თებ 202017:06
3 წუთის საკითხავი
 
k56w5nbm6y7fmd8.jpg

ტაილანდში სროლის შედეგად ჯარსიკაცმა რამდენიმე ადამიანის მოკლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტს სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ათობით დაჭრილია. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში, მეთაურთან კამათის შემდეგ, სამხედრომ ცეცხლი გახსნა. ბაზიდან ის ბუდისტურ ტაძარში გაიქცა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრის შენობამდე მიაღწია, სადაც ამ წუთამდე იმალება. შენობა სამართალდამცველების ალყაშია. თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით არ ზუსტდება. 

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 


close დახურვა