logo
ENG



სროლა ქუთაისის ცენტრში - დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა

04 ივნ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

სროლა ქუთაისის ცენტრალურ უბანში. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

თვითმხილველების განცხადებით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალევე დასრულდა, თუმცა მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და გასროლა მოჰყვა.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. "ფორმულას" ინფორმაციით გელა თოფურია ყოფილი სპეცრაზმელია და იარაღიც მას ჰქონდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და გამოძიება დაწყებული არ არის.


close დახურვა