logo
ENG



სრული კარანტინის მიუხედავად, ლენტეხის მიტროპოლიტმა ქუჩები აკურთხა

11 აპრ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
qz6hqz82qb6y9fl.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ სრული კარანტინი გამოცხადა, ეპარქიებში ღვთისმსახურებები არ შეჩერდება.

ამის დამადასტურებელ პოსტს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მცხოვრები Facebook-ში ავრცელებს.

„#ლაზარესშაბათი 11.04.2020
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვის შემდეგ ლენტეხის ქუჩები აკურთხა. უფალი შეგვეწიოს. ყველა განსაცდელი ჩაივლის“, - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გუშინ გამოცხადდა. პრემიერ- მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას რეკომენდაციები და დაემორჩილოს შეზღუდვებს. 

ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილების უფლება ისეთი აუცილებელი საჭიროებებისთვის ექნება, როგორიც არის საკვების და მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურეობის მიღება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში სტუმრად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი იმყოფებოდა. ის მკურნალობის კურსს თბილისში გადის.


close დახურვა