logo
ENG



სსსმ მოსწავლეს შეეძლება, რომ სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს

12 თებ 202111:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/12/yew69rfwdxoiipv.jpeg

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს შეეძლებათ, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. საკლასო ოთახებში სწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება 15 თებერვლიდან აღდგება.

დგებუაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

"სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას", - განაცხადა დგებუაძემ.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში მისაღებად სრული მზაობა აქვთ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

"მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე", - განაცხადა დგებუაძემ.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი საჯარო და კერძო სკოლებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

 


close დახურვა