logo
ENG



სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაიჭრა

06 თებ 202416:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/06/xq3zu5uu8qo8km2.jpg

სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაიჭრა. გამოცემა Reuters-ის ცნობით, დაჭრილებს შორისაა 3 პოლიციელი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელები - ქალი და კაცი, მემარცხენე DHKP-C მებრძოლთა ჯგუფის წევრები იყვნენ.  DHKP-C თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.

გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლო შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი, ილმაზ თუნჩი აცხადებს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა