logo
ENG



სტანოს თქმით, უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას, მათ შორის მტრის ტერიტორიაზე დარტყმით

08 აგვ 202419:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/08/f353ibhw82k5wz8.jpg

ევროკომისიის პრესსპიკერის, პეტერ სტანოს განცხადებით, უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას, მათ შორის მტრის ტერიტორიაზე დარტყმით.

"ვფიქრობთ, რომ უკრაინა არაკანონიერი აგრესიის წინააღმდეგ ლეგიტიმურ თავდაცვით ომს აწარმოებს" , - განაცხადა სტანომ.

"თავდაცვის ამ კანონიერი ჩარჩოს ფარგლებში, უკრაინას უფლება აქვს დაარტყას მტერს იქ, სადაც საჭიროდ მიიჩნევს: თავის ტერიტორიაზე და ასევე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზეც", - დაამატა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქში შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი ჯარისკაცების ორი ბატალიონი გადავიდა.

პირველი ინფორმაცია კურკის ოლქთან დაკავშირებით 6 აგვისტოს გავრცელდა. 7 აგვისტოს რუსული ტელეგრამ არხები უკვე წერდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელები გადავიდნენ.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეტევას "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ადგილობრივ მოსახლეაობაში დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

პიტერ სტანოს თქმით, 2022 წლის შემდეგ ევროკავშირის დამოკიდებულება ამ კონფლიქტის მიმართ არ შეცვლილა.

"ეს არის უკრაინის სრული მხარდაჭერა აგრესიისგან მის ლეგიტიმურ თავდაცვაში. და ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო დახმარებებს. და ამ მხრივ არაფერი იცვლება", - თქვა სტანომ.


close დახურვა