შოტლანდიური "რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
იტყობინებიან, რომ "ბრისტოლ სიტის" მფლობელი სტივ ლენსდაუნი აპირებს ინგლისელი სპეციალისტი დანიშნოს მთვარი მწვრთნელის პოსტზე. ასევე კანდიდატთა შორის არიან - კრის ჰიუტონი, ლი ბოუიერი და რაიან ლოუ.
40 წლის ინგლისელი "რეინჯერსს" 2018 წლიდან ავარჯიშებს. "ლივერპულის" ლეგენდის კონტრაქტი გლაზგოურ კლუბთან 2024 წლის გაზაფხულამდეა ძალაში
