logo
ENG



სტიქიური უმართაობა - დროება

11 სექ 202220:55
3 წუთის საკითხავი
 

გარდა იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მთელი აგვისტო, უკრაინის, დასავლელი პარტნიორების და განსაკუთრებით კელი დეგნანის ლანძღვაში გაატარა, კიდევ ერთხელ გამოაჩინა გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი. საუბარია ხანძრებზე რომელიც ქვეყნის არაერთ რეგიონში გაჩნდა. სულ ბოლოს კი დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე. ადგილობრივები თითქოს შეთანხმებულად ყველგან ერთსა და იმავეს ამბობდნენ, რომ სამაშველომ დააგვიანა. ჯერ არავინ იცის რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მერე რა რომ გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრები ლოკალიზებულია და აღარავის აინტერესებს რა ხდება იქ გადამწვარ ტყეში? ერთ სიტყვაში ამ ყველაფერს კატასტროფა ჰქვია - დაფერფლილი ბორჯომის ტყე პარკი - ფაქტობრივად უდაბნოდ ქცეული მთა გორები და კითხვა რამდენი ათწლეული დასჭირდება იმას რომ იქ ისვე ტყე იყოს. შეერთებული შტატები ტყუილად არ მიხსენებია. თუ აქამდე არ იცოდით, ახლა გეცოდინებათ, რომ იმ სახელმწიფოს დახმარებით, რომელსაც ხელისუფლების პირველი პირები 24 საათიან რეჟიმში ლანძღავენ, 2015 წელს ბორჯომ-ბაკურიანის ტყის ბუნების მართვის გეგმა და სტრატეგია შემუშავდა, მაგრამ რად გინდა - მმართველ ელიტას საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფრის ქმედითი პოლიტიკა არ აქვს და სატყეო პოლიტიკა როგორ ექნება.


close დახურვა