ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან განაცხადა, რომ NATO რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა მტრებს პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს. სტოლტენერგმა აღნიშნა, რომ წევრებს შორის რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პირდაპირი კონსულტაციები იმართება.
"არ შევალ ოპერაციულ დეტალებში იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რამდენი არა, მაგრამ, ფაქტია, ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", - თქვა სტოლტენბერგმა.
მისი განმარტებით, ბირთვული გამჭვირვალობა NATO-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს.
"გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გადმოცემაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ბირთვული ალიანსი ვართ", - განაცხადა მან.
სტოლტემბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოს მიზანია სამყარომ ბირთვული იარათის გარეშე იარსებოს. თუმცა, მისივე თქმით, ნატო ამ საფრთხის გაქრობამდე ბირთვულ ალიანსად დარჩება, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვთ, ხოლო NATO-ს არა, გაცილებით საშიშია.