logo
ENG



აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის შედეგების გამოცხადება გადადო

26 ნოე 202621:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/26/hvczpluch1gxjay.png

აშშ-მა მოულოდნელად გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rapporteur ნატოს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ნატოს დიპლომატების თქმით, აშშ-მა შემდეგი წლისთვის გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის, როგორც კონტინგენტის, ასევე სამხედრო რესურსების, გადახედვის შედეგების გამოცხადება, რომელიც დეკემბრის ბოლომდე იგეგმება.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ ივნისში დაწყებული გადახედვა ექვს თვეს უნდა გაგრძელებულიყო და ითვალისწინებდა აშშ-ის ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობისა და დახმარების მოცულობების შემცირებას, რომლის გაწვევაც ვაშინგტონს შეუძლია ნატოს მოკავშირეებისთვის კრიზისულ ვითარებებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის უცნობია თუ რატომ გადაიდო შემდეგი წლისთვის გადახედვის შედეგების გამოცხადება.


close დახურვა