logo
ENG



სტოლტენბერგი: NATO რუსეთს საფრთხედ განიხილავს და არა პარტნიორად

19 ივნ 202212:13
3 წუთის საკითხავი
clock 1481

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ივნისის ბოლოს, ალიანსის სამიტზე გამოცხადდება, რომ რუსეთი განხილულ იქნება როგორც საფრთხედ და არა როგორც ორგანიზაციის პარტნიორად.

"მსოფლიო ბევრად საშიში გახდა. ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი არა პარტნიორი, არამედ საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის". - განაცხადა მან გერმანულ Bild-თან

მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი შესაძლოა ხანგრძლივად გაგრძელდეს და ამისთვის მზადება აუცილებელია. 

უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამ ომის დასრულებას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა". - თქვა იენს სტოლტენბერგმა. 

რაც შეეხება ბირთვული ომის საფრთხეს - სტოლტენბერგის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნის მაღალ დონეს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.

"გარდა იმისა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის მხრიდან საშიში და უპასუხისმგებლო იქნებ, პუტინმა ასევე უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ეს არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენი მკაფიო სიგნალი რუსეთის მიმართ არის, რომ NATO ყოველთვის იცავს თავის წევრ სახელმწიფოებს". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

NATO-ს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. სამიტზე, სავარაუდოდ, ალიანსის წევრი სახელმწიფოები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს შეიმუშავებენ. 


close დახურვა