NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ ალიანსი ქვეყნის დაშლილ მთავრობას დახმარებას აღარ უწევს.
"რა თქმა უნდა, ყველა სახის დახმარება შევაჩერეთ - ფინანსური და სხვა სახის დახმარებები ავღანური მთავრობისთვის, რადგან აღარ არსებობს ავღანური მთავრობა, რომელსაც NATO დაეხმარებოდა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ავღანელი ლიდერების წარუმატებლობად გამოიწვია ტრაგედია, რომლის თვითმხილველებიც ყველანი გავხდით.
ავღანეთის განვითარებისთვის დახმარების შეწყვეტაზე განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც.
ავღანეთის დაცემული მთავრობის ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა მოუწოდა თანამოაზრეებს, რომ "წინააღმდეგობას შეუერთდნენ" და აჩვენონ, რომ ეს "ვიეტნამი არაა". გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ავღანეთთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტთან კამათი "უსაფუძვლოა".