logo
ENG



სტოლტენბერგი: ერდოღანს ვესაუბრე - მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რათა მოიძებნოს გამოსავალი

21 მაი 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/os8ngzsn6gwid27.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე და შვედეთისა და ფინეთის წევრობის განაცხადზე ესაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, ის და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ გამოსავლის მოსაძებნად საჭიროა მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

„ვესაუბრე ერდოღანს, ჩვენი ძვირფასი მოკავშირის, თურქეთის პრეზიდენტს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელოვნებაზე და ფინეთისა და შვედეთს წევრობის განაცხადებზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მღელვარება უნდა გავითვალისწინოთ და უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მოიძებნოს გამოსავალი“ - წერს იენს სტოლტენბერგი ტვიტერზე.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა შვედეთისა და ფინეთის აპლიკაციებს სერიოზულად არ განიხილავს, მანამ სანამ ისინი მკაფიოდ არ დააფიქსირებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისადმი მზაობას.

ერდოღანი დღეს ალიანსის წევრობის მსურველ ორივე ქვეყნის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.

 

close დახურვა