logo
ENG



სტოლტენბერგი: ველი თანხმობას, რათა გავაძლიეროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა საქართველოსთვის

23 მარ 202218:58
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: ველი თანხმობას, რათა გავაძლიეროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა საქართველოსთვის

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ განიხილავენ საქართველოსთვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გაძლიერებას. ამაზე ალიანსის ლიდერმა სამიტამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"მე, ასევე ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის, საქართველოსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

ევროკავშირთან ერთად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაცვაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 


close დახურვა