logo
ENG



სტოლტენბერგი: თუ პუტინი NATO-ს ქვეყანაზე თავდასხმას გაიფიქრებს, მთლიან NATO-ს ექნება რეაქცია

04 აგვ 202217:38
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: თუ პუტინი NATO-ს ქვეყანაზე თავდასხმას გაიფიქრებს, მთლიან NATO-ს ექნება რეაქცია

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიში მოვლენაა და რუსეთის მოგება დაუშვებელია.

სტოლტენბერგის თქმით, იმისთვის რომ მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწიოს, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს, შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში მოუწიოთ უკრაინის შეიარაღებითა და სხვა ტიპის სერვისებით თუ პროდუქტებით დახმარება.

„ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას ვერ მიაღწიოს. რაც უკრაინაში ხდება საშინელებაა, მაგრამ ბევრად უარესი იქნებოდა ომი რუსეთსა და NATO-ს შორის რომ ყოფილიყო. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშიში სიტუაციაა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თუ პუტინი NATO-ს რომელიმე ქვეყანაში იმის მსგავსად მოიქცევა, როგორც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, მაშინ მთლიანი ალიანსი ჩაერთვება მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„პრეზიდენტი პუტინი თუ ფიქრად მაინც გაივლებს, რომ რამე იმის მსგავსი გაუკეთოს NATO-ს ქვეყანას, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, მაშინ მთლიანი NATO მყისიერად ჩაერთვება.

ეს არაა მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმა, რომელსაც 40 მილიონზე მეტი მოსახლეობა ჰყავს, ეს ასევე თავდასხმაა ჩვენს ღირებულებებსა და იმ მსოფლიო წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

close დახურვა