logo
ENG



სტოლტენბერგი: მეტის გაკეთება შეგვეძლო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, იგივე ეხება საქართველოს

21 ნოე 202218:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/3iyvcq6liq8dyu6.jpg

ჩვენ, როგორც ალიანსს, გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ერთმანეთი. თუმცა, ასევე გვაკისრია პასუხისმგებლობა ვუზრუნველყოთ ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი ახლო პარტნიორების მიმართ. განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც გამორჩეულად მოწყვლადები არიან რუსული აგრესიის წინაშე. მაგალითად, საქართველო, რომელმაც რუსული აგრესია 2008 წელს განიცადა. მწამს, რომ თუკი ამ ქვეყნებს ვერ მივანიჭებთ სრულად წევრობას, მაშინ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მაინც უნდა ვუზრუნველყოთ. თუკი, უკრაინის მაგალითმა რაიმე გვასწავლა, ეს ისაა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო ადრე უნდა დაგვეჭირა. ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტი გაგვეკეთებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ზუსტად იგივე ეხება საქართველოს, ყველა ქვეყანას, რომელიც ჩვენი ახლო პარტნიორია. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომელსაც რუსული აგრესიის საფრთხე ემუქრება.


close დახურვა