ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი განახლებაზე შეთანხმება შედგა. საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ მინისტერიალის მიმდინარეობის შესახებ მან 2 დეკემბერს, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა ისიც, რომ შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხები, რაც მისივე შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
"საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ალიანსის მისიებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა. ასევე, განვიხილეთ რეფორმების პროგრამები. ვაძლიერებთ პრაქტიკულ მხარდაჭერასაც და მოხარული ვარ, რომ პარტნიორებმა და საქართველომ "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი" განაახლეს. ასევე, ვაღრმავებთ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.