logo
ENG



სტოლტენბერგი: ომი დასრულდება მოლაპარაკებებით, როდის - დამოკიდებულია ვითარებაზე

08 ნოე 202221:26
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: ომი დასრულდება მოლაპარაკებებით, როდის - დამოკიდებულია ვითარებაზე

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა როდის და რა პირობებში მოხდება ეს, მთლიანად ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული".

"ომები, თავისი ბუნებით, არაპროგნოზირებადია. ამიტომ, მე ძალიან ფრთხილი ვიქნები იმის პროგნოზირებაში, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. ამიტომ, მე ძალიან ფრთხილად ვიქნები იმის პროგნოზირებაში, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. დარწმუნებული ვარ, რომ NATO და მისი მოკავშირეები მსოფლიოს მასშტაბით გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. იმიტომ რომ, თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაუგზავნის სიგნალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით. რაღაც მომენტში, ეს ომი, ისევე როგორც ნებისმიერი ომი, დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა როდის და რა პირობებში მოხდება ეს, მთლიანად ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული", - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ერთადერთი გზა უკრაინისთვის, რათა მიაღწიოს დამაკმაყოფილებელ შედეგს მოლაპარაკებებში და გააგრძელოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქვეყანამ, არის ბრძოლის ველზე ძალის დემონსტრირება.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, NATO გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და გაძლიერებას, რათა მოახლოვდეს ომის დასასრული.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს ეს ომი. ეს აგრესიის ომია. ერთი ქვეყანა - რუსეთი თავს დაესხა მეორე ქვეყანას. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი შეაჩერებენ საბრძოლო მოქმედებებს - მაშინ იქნება მშვიდობა. თუ პრეზიდენტი უკრაინა და ზელენსკი შეწყვეტენ ბრძოლას - მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მკაფიო განსხვავებაა აგრესორსა და აგრესორის მსხვერპლს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის უფლებას დაიცვას თავი. ამიტომ, პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი. ეს იქნება კარგი უკრაინისთვის, კარგი ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


close დახურვა