NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ომი უკრაინაში კრიტიკულ ფაზაში შედის.
"ომი უკრაინაში კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და რთული იქნება. მძიმე უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც მათი თავისუფლებისთვის იბრძვიან და მძიმე მათთვის, ვინც მათ მხარს უჭერს.
ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სერიოზულ გამოცდას გაივლის, რადგან ოჯახები და ბიზნესი განიცდიან რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად გამოწვეულ ფასების ზრდას ენერგორესურსებზე და ცხოვრების ხარჯების ზრდას.
ჩვენ წინაშე რთული ექვსი თვე დგას, შესაძლოა ენერგორესურსების შემცირების, შეფერხების და სამოქალაქო არეულობის საფრთხის წინაშეც კი ვიყოთ. მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას - უკრაინის და ჩვენი გულისთვის," - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.