NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ახალ შეტევას იწყებს.
"[უკრაინაში] შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, არამედ იწყებს ახალ შეტევით მოქმედებებს. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერა ბრძოლის ველზე, ყველა საჭირო აღჭურვილობით.
თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი მსოფლიოს ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის, მათი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის ძალის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. NATO უკრაინას მხარს მანამ დაუჭერს, სანამ საჭირო იქნება", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ხელახალი შეტევა უკრაინაში "უკვე დაწყებულია", რაც ჩანს იმ დამატებითი ძალების რაოდენობით, რომელსაც რუსული მხარე აღმოსავლეთ უკრაინაში აგზავნის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების დროულად გადაცემა, რადგან ამით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებენ.