logo
ENG



სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალ შეტევას ამზადებს

24 იან 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/24/lkbpieoekxk65a0.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალ შეტევას ამზადებს.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა 200 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა და მიიღო ახალი იარაღი სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

"რაც მთავარია, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები, მას სურს გააკონტროლოს უკრაინა და გეგმავს ახალ შეტევას", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა არის პუტინისთვის იმის ახსნა, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.

"ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ [უკრაინას] უფრო მძიმე და თანამედროვე სისტემები, რათა უკრაინის არმიამ შეძლოს რუსული ძალების განდევნა არა მხოლოდ გადარჩენის მიზნით, არამედ გაიმარჯვოს, დაიბრუნოს უკრაინის ტერიტორია და გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა და სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


close დახურვა