logo
ENG



სტოლტენბერგი: რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორი საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განვიხილავთ

15 ივნ 202216:50
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა უკრაინის გარდა აგრესიის რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორი ქვეყნების ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს გაძლიერება უნდა განიხილონ.

სტოლტენბერგმა ალიანსის მინისტერიალამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს თავდაცვით ალიანსს უკრაინასთან ერთად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებთანაც ექნება შეხვედრა.

„ამ, უფრო საშიშ სამყაროში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ NATO და მეტად დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს.

ამ საღამოს ჩვენ შევხვდებით უკრაინას, საქართველოს, შვედეთს, ფინეთს და ევროკავშირს. ეს იქნება შესაძლებლობა თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვისთვის, რათა უკრაინის მყისიერ საჭიროებების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდოს.

NATO-ს მოკავშირეები ახალ განცხადებებს გააკეთებენ უკრაინის დახმარებაზე. მოკავშირეები აგრძელებენ იმ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაგრძელებას, რაც უკრაინას გადარჩენისთვის სჭირდება, მათ შორის მძიმე იარაღი და შორ მანძილზე სასროლი სისტემების.

ჩვენ ასევე განვიხილავთ, როგორ გავზარდოთ რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორების, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინას და საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

29-30 ივნისს დაგეგმილ მადრიდის სამიტში საქართველოს მონაწილეობის შესახებ კი სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს სამიტზე მიწვევა ალიანსის მხრიდან მისდამი სოლიდარობისა და ახლო პარტნიორობის გამოხატულებაა.

გარდა ამისა ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ის ელის, რომ ალიანსის მოკავშირეები იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან რაც NATO-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას გააძლიერებს და მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყანას.

“საქართველო მიწვეულია, რათა ლიდერებთან შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამოხატულებაა იმ სოლიდარობის და ახლო პარტნიორობის, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებობს.

მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გაზარდონ სხვა პარტნიორებისადმი მხარდაჭერა, ვინც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან, რა თქმა უნდა საქართველოც ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე შეიჭრა საქართველოს ტერიტორიების ნაწილზე, აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილებს.

შესაბამისად, მე ასევე ველი, რომ პარტნიორები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ პრაქტიკული პარტნიორობა, ის თუ როგორ ვმუშაობთ ერთად, წვრთნებზე, უნარებზე, რეფორმებზე, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი რომ შეეწინააღმდეგოს რუსეთის შეჭრას და [რუსეთის მხრიდან] საქართველოს ტერიტორიაზე სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობას“ - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

close დახურვა