logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთი ნატოსთვის გამოწვევად რჩება

09 ივნ 202008:53
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი  ნატო-სთვის გამოწვევად რჩება, - განცხადება ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ნატო-ს სამომავლო სტრატეგიის შესახებ საუბრისას გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი  განაგრძობს აქტიურ  სამხედრო საქმიანობას. მან მაგალითად  საქართველოსა და უკრაინაზე თავდასხმა დაასახელა.

მისი განცხადებით ალიანსის მთავარ გამოწვევებს ასევე წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფო" და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ძალების მოკრება, ასევე  დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელსაც  როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სუბიექტები ეწევიან. დისკუსიის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ   ალიანსი განაგრძობს  მოსკოვთან დიალოგს, თუმცა მოკავშირეების დაცვისთვის მზად იქნება.


close დახურვა