logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთის ბირთვული მუქარა არ შეგვაშინებს, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება

19 აპრ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/19/7k1yk0nz0iwtoc7.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ბირთვული მუქარა არ შეაშინებს. მისი თქმით, NATO უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად.

რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

25 მარტს, კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Russia 24-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი აზრს არ შეიცვლის ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.


close დახურვა