logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთის მოვლენები აჩვენებს, რომ პუტინმა უკრაინაში ომით დიდი შეცდომა დაუშვა

26 ივნ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/2j80b5wgeyg8zon.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მოვლენები აჩვენებს, რომ პუტინმა უკრაინაში ომით დიდი შეცდომა დაუშვა.

"შაბათ-კვირას [რუსეთში] განვითარებული მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა, მაგრამ მორიგი დემონსტრირებაა იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით.

ვიდრე რუსეთი შეტევას აგრძელებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა დაიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად და რაც უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას შეძლებენ, უფრო ძლიერი იქნებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა