logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთის ფიქტიურ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინისაა

27 სექ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: რუსეთის ფიქტიურ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინისაა

NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სტოლტენბერგი Twitter-ზე ავრცელებს.

"NATO-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და თავდაცვის უფლებას. რუსეთის მიერ გამართულ ფიქტიურ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია, ისინი საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს მიწები ეკუთვნის უკრაინას", - წერს სტოლტენბერგი.

ე.წ. რეფერენდუმები დროებით ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქის ნაწილებში 23 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.


close დახურვა