logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთის შესაძლებლობების ზრდა არქტიკაში NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

27 აგვ 202212:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/27/o3y7g1b4h43qc45.png

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის შესაძლებობების ზრდა არქტიკაში - დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა. 

სტოლტენბერგი კანადაში ჩავიდა და თქვა, რომ მიესალმება კანადის მიერ დაანონსებულ ინვესტიციებს ჩრდილო-ამერიკული თავდაცვის კუთხით. 

"NATO-სა და კანადისთვის ჩრდილოეთის მნიშვნელობა იზრდება, ვინაიდან აქ ჩვენ ვხედავთ რუსების მნიშვნელოვან სამხედრო გაძლიერებას". - თქვა იენს სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტის დროს. 

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთმა გახსნა საბჭოთა ეპოქის ასობით სამხედრო ობიექტი არქტიკაში და იყენებს ამ რეგიონს იარაღის ახალი სისტემების გამოსაცდელად. სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი აყალიბებენ ახალ სტრატეგიულ არქტიკულ პარტნიორობას, რომელიც საფრთხეს უქმნის NATO-ს ღირებულებებს და ინტერესებს. 

კანადას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, თავის სამხედრო შესაძლებლობებზე ცოტას ხარჯავს. 

თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ივნისში კანადამ განაცხადა, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში 4.9 მილიარდი კანადური დოლარის (3.8 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს NORAD-ის - საერთო აშშ-კანადის თავდაცვის ორგანიზაციის გაძლიერებისთვის. 

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, რის გამოც იმის დროულად გაგება, რომ რუსეთი თითოეული ჩვენგანისთვის მზარდი საზრუნავია, გვეუბნება, რომ დროა, გენერალურ მდივანთან და NATO-სთან ვისაუბროთ იმაზე, რასაც კანადა აკეთებს NORAD-ის კუთხით". - თქვა კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ

იენს სტოლტენბერგი და ჯასტინ ტრუდო კანადაში კემბრიჯის ყურეში, ნუნავუტში იმყოფებოდნენ, რომელიც არქტიკური წრის ზემოთ მდებარეობს და სადაც საჰაერო თავდაცვის რადარია განთავსებული. ის NORAD-ის ჩრდილოეთის გაფრთხილების სისტემის ნაწილია, რომლიც, ექსპერტების თქმით, "უკიდურესად საჭიროებს განახლებას". 


close დახურვა