logo
ENG



სტოლტენბერგი: საქართველოზე ფოკუსი რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ NATO-ს წევრობისკენ სვლაში

14 ივლ 202208:54
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მოახდინოს ფოკუსირება რეფორმებზე, რათა NATO-ს წევრობისკენ სვლაში დაეხმარონ. ამის შესახებ მან ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, ახალ წევრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა წევრის თანხმობას, თუმცა მისივე თქმით, საკითხზე NATO-ს შიგნით შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული.

ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ NATO-ს ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინის დახმარებაზე, მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე და არა ალიანსში გაწევრიანებაზეა.

"ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომ დავეხმაროთ ქვეყანამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ახლა ყურადღება გაწევრიანებაზე არ არის გამახვილებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას განაახლოს თავდაცვითი და უსაფრთხოებითი ინსტიტუციები, რომ წინ წავიდეს NATO-ში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს საკითხში მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რომ დავეხმაროთ მათ, NATO-ს წევრობისკენ სვლაში, მაგრამ როგორც იცით, ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოითხოვს სრულ მხარდაჭერას. საჭიროა ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება NATO-ს შიგნით, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება უნდა მოხდეს რეფორმებზე და იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას", - ამბობს სტოლტენბერგი. 


close დახურვა