NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სოლედარისა და ბახმუტის გარშემო ბრძოლები უკრაინელების გამბედაობას აჩვენებს.
"ბოლო დღეებში, ჩვენ ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო, აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, რომლებიც თავიანთი სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. ეს ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არმიის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა.
ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. ომის ამ გადამწყვეტ დროს, ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ოთხშაბათს, ევროკავშირმა და NATO-მ გამოაცხადეს სამუშაო ჯგუფის შექმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთობლივად დასაცავად.