logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინა მზად უნდა იყოს რუსეთის ახალი დარტყმისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე

29 ნოე 202211:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/jt3e1n02wvmh71y.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა მზად უნდა იყოს რუსეთის ახალი დარტყმისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

"პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გაანადგუროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და შეაჩეროს უკრაინელებისთვის ძირითადი სერვისების მიწოდება. ამით ზამთრის დასაწყისში ის აჩვენებს, რომ სურს გამოიყენოს ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ. ეს საშინელებაა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შემდეგი თავდასხმებისთვის", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, სწორედ ამის გამო გაზარდეს ალიანსის ქვეყნებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოკავშირეები უზრუნველყოფენ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ უპასუხონ სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების, მართვადი და ბალისტიკური რაკეტების საფრთხეებს.

ამასთან, სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა.

უკრაინის ცნობით, ცხრა თვის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინაზე 16 000-ზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელა.


close დახურვა