logo
ENG



სტოლტენბერგი: ჩვენს დახმარებას ყოველდღიურად მოაქვს ცვლილებები ბრძოლის ველზე

12 სექ 202215:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/aoeairx1qdmslyu.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის დახმარებას ყოველდღიურად მოაქვს ცვლილებები ბრძოლის ველზე.

"ომი უკრაინაში კრიტიკულ ფაზაში შედის. უკრაინულმა ძალებმა დონბასში შეძლეს მოსკოვის თავდასხმის შეჩერება, რუსებისთვის ზურგში დარტყმა და ტერიტორიების დაბრუნება.

მხოლოდ ბოლო დღეებში, ჩვენ დამატებითი პროგრესი ვნახეთ ხერსონის სამხრეთით და ხარკივის აღმოსავლეთ რეგიონებში. ეს უკრაინული ჯარების სიმამაცეს, შესაძლებლობებსა და სიმტიკიცეს აჩვენებს და ასევე აჩვენებს, რომ ჩვენს დახმარებას ყოველდღიურად მოაქვს ცვლილებები ბრძოლის ველზე," - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ერთ დღეში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.  


close დახურვა