ვაშინგტონში NATO-ს სამიტი იმართება. სესია უკრაინის საკითხით დაიწყო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ელის, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინისთვის ახალი პაკეტზე შეთანხმებიან.
სტოლტენბერგის თქმითვე, თუ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის დაცვა სურთ, ახლა ამის ადგილი სწორედ უკრაინაა.
"სამიტზე ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამომავლოდ და მხოლოდ ჩვენს წარსულ ისტორიას არ ვიზეიმებთ. სამი მთავარი საკითხი დგას დღის წესრიგში და ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება, ყველაფერი ის, რასაც გადავწყვეტთ უკრაინაზე, რადგან ახლა ჩვენ ვართ გამოცდის წინაშე. თუ გვინდა, დემოკრატიას და თავისუფლებას დავუჭიროთ მხარი, ახლა სწორედ ამის დროა და მოქმედების ადგილი უკრაინაა.
ველი, რომ ლიდერები შეთანხმდებიან უკრაინისთვის არსებით პაკეტზე. ასევე, იქნება გრძელვადიანი დაპირება და სიგნალი პუტინისთვის, რომ გვერდზე არ გავდგებით.
იქნება, ასევე, ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და F-16-ებზე და ასევე, ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება მოკავშირეებსა და უკრაინას შორის. ეს ყველაფერი წარმოადგენს უკრაინისთვის ხიდს NATO-ში გასაწევრიანებლად და დეკლარაციაში როგორი იქნება ზუსტი ფორმულირება, მოგვიანებით ვნახავთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.