logo
ENG



სტოლტენბერგი ბელარუსზე: ჩვენ ვრჩებით ფხიზლად და მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირე ქვეყნები

18 აგვ 202018:31
3 წუთის საკითხავი
 
69khdlwzm68a553.jpg

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მინსკის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ NATO არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და არ გაუზრდია სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში. მისივე თქმით, ალიანსი "ფხიზლადაა":

"მნიშვნელოვანი დისკუსია მქონა პოლონეთის პრეზიდენტ ანდრეი დუდასთან. მინსკმა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი უნდა სცეს. NATO არ წარმოადგენს საფრთხეს და არ გაუზრდია სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში. ჩვენ ვრჩებით ფხიზლად და მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირე ქვეყნები", - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.

16 აგვისტოს ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობას ქვეყნის დასავლეთ საზღვართან ნატოს ჯარების სიახლოვის შესახებ შეახსენა. მანვე თქვა, რომ ეს უმიზეზოდ არ ხდება.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.
ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.

 


close დახურვა