NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
"უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ომები არსებითად საშიში და არაპროგნოზირებადია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო.
საუკეთესო გზავნილი NATO-სგან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმებს არ უნდა ახორციელებდეს და თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს", - აცხადებს სტოლტენბერგი.
ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ალიანსი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე ვითარების მონიტორინგს აგრძელებს.