NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სამხრეთ კორეას უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებს.
"მე მოვუწოდებ კორეის რესპუბლიკას, განაგრძოს და გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის კონკრეტული საკითხი.
საბოლოოდ, გადაწყვეტილება თქვენია, მაგრამ მე ვიტყვი, რომ NATO-ს რამდენიმე მოკავშირემ, რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკა, რომ არ გაეტანათ იარაღი კონფლიქტის ქვეყნებში, შეცვალეს ეს პოლიტიკა", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, შვედეთი და ნორვეგია, მსგავსი პოლიტიკა ჰქონდათ, მაგრამ შეცვალეს.
"თუ ჩვენ არ გვინდა, რომ გაიმარჯვოს ავტოკრატიამ და ტირანიამ, მაშინ მათ [უკრაინელებს] იარაღი სჭირდებათ, ეს არის რეალობა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სეოკ იოლმა თქვა, რომ მისი ქვეყნის კანონი კონფლიქტში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას ართულებს.